ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების რიგით მეექვსე პაკეტი წარადგინა.
პირველ რიგში, სანქციების ახლი პაკეტი რუსული ნავთობის იმპორტის სრულად აკრძალვას ითვალისწინებს, განურჩევლად მისი ფორმისა და ტრანსპორტირების მეთოდისა.
მეორე - სანქციები დაუწესდებათ რუსეთის შეიარაღებული ძალების იმ ოფიცრებს და პირებს, რომელთაც წვლილი მიუძღვით ბუჩაში ჩადენილ სასტიკ სამხედრო დანაშაულებში.
მესამე - SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან გაირიცხება დამატებით სამი რუსული ბანკი, მათ შორის, უმსხვილესი - Sberbank.
მეოთხე - ევროკავშირის სატელევიზიო სიხშირიდან მოიხსნება სამი მსხვილი რუსული სატელევიზიო არხი, რადგან ისინი ჩართულნი არიან რუსეთის პროპაგანდისტულ კამპანიაში და დეზინფორმაციის გავრცელებაში.