მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სწორი კომუნიკაციის ფარგლებში ეს საკითხები აღმოიფხვრება“ - ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“

60ab759d62b28
ვიქტორია მღებრიშვილი
24.05.21 14:30
484
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, თბილისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ პროექტთან დაკავშირებული არასწორი კომუნიკაცია დიდწილად პანდემიის გავლენით შეიქმნა.

მინისტრმა თქვა, რომ დღეს კომუნიკაციის პროცესი დაწყებულია და მისი სწორ ფორმატებში განვითარების შემთხვევაში დღეს არსებული პრობლემები აღმოიფხვრება.

„ჩვენ აქამდეც გვითქვამს, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით სწორი, გამართული კომუნიკაციის პრობლემა გვქონდა. შეიძლება ითქვას ისიც, რომ პროექტის გადამწყვეტ ეტაპს დაემთხვა პანდემია, რამაც ზოგადად ძალიან ბევრი პროცესი გაართულა, ნამდვილად ყველა მხრიდან კომუნიკაციის ნაკლებობა იყო... ინვესტორის, მთავრობის მხრიდან, რის გამოც პროექტის ირგვლივ ძალიან ბევრი ტყუილ-მართალი ვრცელდებოდა, რამაც მოსახლეობას რეალური სურათის დანახვის საშუალება არ მისცა. მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა მოგვცა კომუნიკაციის დავალება, ძალიან გააქტიურებულია საუბრები ქვეყნის ენერგეტიკაზე და ენერგოდამოუკიდებლობაზე , როგორ უნდა ვავითარებდეთ საკუთარი ენერგორესურსებს, რომ არ ვიყოთ სამეზობლოზე დამოკიდებული და რა როლი ეკისრება ნამახვანს? ასე რომ ვფიქრობ, ეს საკითხები სწორი კომუნიკაციის და იმ ფორმატების ფარგლებში, რაც უკვე ჩამოვთვალე - ენერგო გაერთიანების, ევროკავშირის ჩართულობა, ექსპერტთა საბჭოს ჩართულობა - აღმოიფხვრება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები