მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სწრაფად ბრუნვადი სექტორის პერსპექტივა

BM.GE
27.11.20 11:21
647
ნამცხვრის ნაჭერი იზრდება - A pie is getting bigger - ასეთი იყო თიბისი კაპიტალის შეფასება 2019 წლის ნოემბერში, როცა საქართველოს სწრაფად ბრუნვადი სექტორის პერსპექტივა შეაფასა და საქართველოში ამ სექტორს სწრაფი ზრდა უწინასწარმეტყველა.

მთავარ დრაივერებად ერთი წლის წინ მიიჩნეოდა რეგიონებში არაორგანიზებული ბაზრის მოთამაშეების შემცირების ტენდენცია და ის ფაქტიც, რომ ტურიზმის და რესტორნების მოხმარების ზრდა ახალი ტიპის მოთხოვნას ქმნიდა.

პანდემია დიდი გამოწვევა აღმოჩნდა სწორედ ამ მიმართულებით - ჰორეკა სექტორი ყველაზე მეტად დაზარალდა - ამიტომ სავარაუდოა, რომ ის ოპტიმისტური მოლოდინები, რაც ამ სექტორის ზრდასთან დაკავშირებით ერთი წლის წინ იკვეთებოდა, დაკორექტირდება.

თიბისი კაპიტალი ერთი წლის წინ ვარაუდობდა, რომ ორგანიზებული მოთამაშეები ორგანული ზრდის და არაორგანიზებული ბაზრის ჩანაცვლების პირობებში 2024 წელს FMCG ბაზრის 41%-ს მიაღწევდნენ - ხოლო მომდევნო 5 წლის მანძილზე ორგანიზებული ბაზრის შემოსავლები გაორმაგდებოდა, რაც მაშინდელი გათვლებით 600-ზე მეტ ახალ ქსელურ მაღაზიას ნიშნავდა.

სტუმრები: მარიამ ქოიავა - "SavvY", მმართველი პარტნიორი;
გიორგი ხაბაშვილი - "გუდვილის" გენერალური დირექტორი




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები