როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს იყო პირველი მცდელობა, ერთად შეკრებილიყვნენ ის ექიმები, ინფექციონისტები, რეანიმატოლოგები და სხვა პროფილის ექიმები, რომლებიც ყველაზე უფრო აქტიურად არიან ჩართული კოვი-19-ის ინფექციასთან ბრძოლაში.
"შეხვედრა იყო ძალიან დროული და მნიშვნელოვანი, ვინაიდან მოხდა წინასწარი შედეგების განხილვა და ძალიან საქმიანი დისკუსია გაიმართა ამ დაავადების მიმდინარეობაზე, პირველ ქართულ გამოცდილებაზე, წარმატებულ ნაბიჯებზე და გამოწვევებზე", - განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ცალკე მედიკამენტებზე მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა შეხვედრაზე ამ საკითხსაც შეეხნენ, კერძოდ, პლაქვენილის დანიშვნას. ცერცვაძემ განმარტა, რომ როგორც პროტოკოლითაა გაწერილი, ეს მედიკამენტი უნდა დაენიშნოს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს. ცერცვაძის თქმით, ეს მედიკამენტი დარჩება პროტოკოლში, ვიდრე ახალი მედიკამენტების შესახებ მტკიცებულებები არ იქნება.
ცერცვაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო ახალ მიდგომებსა და მედიკამენტებზე, რომელსაც კლინიკები იყენებენ და შეიძლება იყოს პერსპექტიული, ისევე, როგორც ოზონოთერაპიაზე და პლაზმათერაპიაზე.
"იყო საუბარი ბათუმის თერაპიაზე, რომელთაც ოზონოთერაპია გამოიყენეს ძალიან წარმატებულად. წინასწარი მონაცემებით. 4 პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და 3-ს ვირუსი გაუქრა მე-7-9 დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია, იმიტომ რომ ჩვენს პაციენტებს ვირუსი უკეთეს შემთხვევაში მე-13-14 დღეს უქრებოდათ, ზოგს 2 თვის შემდეგ", - განაცხადა ცერცვაძემ.