მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თაფლის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა - მიზეზები და გამოწვევები

BM.GE
10.10.22 15:42
346
ოფიციალური სტატისტიკით, ექსპორტის ღირებულება გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 74.1%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტის მოცულობის ზრდამ 41.5% შეადგინა. 

საექსპორტო ბაზრების მიხედვით თაფლი ყველაზე დიდი რაოდენობით წელს ბულგარეთში გავიდა, თუმცა ღირებულების მიხედვით საქონლის რეალიზების პირველი ქვეყანა საფრანგეთია. მიუხედავად იმისა, რომ თაფლის ექსპორტის მოცულობები და აქედან მიღებული შემოსავლები მილიონ დოლარს ჯერ ვერ აღწევს, სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქონლის რეალიზების მიმართულებები საკმაოდ დივერსიფიცირებულია და თაფლი ევროკავშირის ქვეყნების გარდა, აზიის და აფრიკის მიმართულებითაც კარგად იყიდება. 

საექსპორტო ქვეყნების TOP-5-ეული კი ასე გამოიყურება:
1. საფრანგეთი - 319 ათასი დოლარი, 55 ტონა;
2. ბულგარეთი - 255 ათასი დოლარი, 90 ტონა;
3. ისრაელი - 61 ათასი დოლარი, 10 ტონა;
4. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 18 ათასი დოლარი, 2 ტონა;
5. იაპონია - 16 ათასი დოლარი, 1 ტონა

ამ ქვეყნების გარდა თაფლის ექსპორტი საუდის არაბეთში, გერმანიაში და მცირე მოცულობებით სომხეთში, კანადაში, სენეგალსა და ბაჰრეინშიც განხორციელდა. 

სტუმარი:ერეკლე ჩიკვაიძე - "აპიჯეოს" გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი; 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები