მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თაღლითური კრიპტოვალუტის რეკლამირების გამო კიმ კარდაშიანი $1.3 მილიონით დააჯარიმეს

633af106d04a7
გიორგი თოლორდავა
04.10.22 00:20
679
თაღლითური კრიპტოვალუტის არალეგალურად რეკლამირების გამო, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) კიმ კარდაშიანის 1.26 მილიონი დოლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.

SEC-ის მტკიცებით, ცნობილი სახე EthereumMax-ის რეკლამებს თავისი ინსტაგრამის საშუალებით ავრცელებდა, სადაც მას 330 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

მართალია, კრიპტოვალუტებისა თუ სხვა პროდუქტების რეკლამირების მიზნით ინფლუენსერები და ცნობილი სახეები სოციალურ ქსელებს აქტიურად იყენებენ, თუმცა აშშ-ის კანონმდებლობით, ფასიანი ქაღალდის რეკლამირების შემთხვევაში პიროვნება ვალდებულია, რომ ამის შესახებ კომისიას აცნობოს და გარიგების მოცულობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.

როგორც ირკვევა, EthereumMax-ის რეკლამირების სანაცვლოდ კარდაშიანმა 250,000 დოლარი მიიღო, რის შესახებაც მას SEC-ისთვის შესაბამისი ინფორმაცია არ მიუწოდებია, რაც კანონდარღვევაა.

SEC-ის თავმჯდომარის, გარი გენსლერის განცხადებით, აღნიშნული რეგულაცია ინვესტორთა უფლებების დაცვის მიზნით შეიქმნა, რათა ცნობილმა სახეებმა გავლენით ბოროტად არ ისარგებლონ და „ფოლოვერებსა“ თუ ფანებს თაღლითურ სქემებში ინვესტირებისკენ არ უბიძგონ.

აღსანიშნავია, რომ EthereumMax-ი ფინანსური პირამიდაა მას არავითარი კავშირი არ აქვს რიგით მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტა Ethereum-თან. კარდაშიანის გარდა, EMAX-ის სარეკლამო კამპანიაში ჩართული იყო ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერიც, რომელიც აგრეთვე დაჯარიმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები