ტაილანდი პირველად 18 თვის შემდეგ ქვეყნის საზღვრებს 60-მდე ქვეყნის მოქალაქისთვის ხსნის და კოვიდ-რეგულაციებს ამსუბუქებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტაილანდის საზღვრები იხსნება დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის, იაპონიის, აშშ-ს და ევროპის უმეტესი ქვეყნების მოქალაქეებისათვის.
ამასთან, „ნაკლებ რისკიანი“ ქვეყნებიდან ჩასულ ტურისტებს საკარანტინო პერიოდის გავლა სასტუმროში არ მოუწევთ.
შედეგად, ტაილანდი ვარაუდობს, რომ მომავალი წლისთვის ტურისტების რაოდენობა 15 მილიონს მიაღწევს, ხოლო სექტორიდან მიღებული შემოსავალი 30 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება.
რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ტაილანდში დღეში დაახლოებით კორონავირუსის 10,000 ახალი შემთხვევა დასტურდება. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის მოსახლეობის 42%-ია მხოლოდ სრულად აცრილი.