საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტაივანში ვიზიტით პელოსიმ უხეშად დაარღვია ჩინეთის მთავრობის მოწოდებები და აღნიშნული ნაბიჯი სამინისტროს მიერ აღქმულია, როგორც ჩინეთის ეროვნული და საგარეო ინტერესების წინააღმდეგ მიზანმიმართულად განხორციელებული ქმედება.
სანქციები უწესდება როგორც უშუალოდ ნენსი პელოსის, აგრეთვე მის ოჯახის წევრებს.
შეგახსენებთ, რომ ტაივანში პელოსის ვიზიტი ბოლო 25 წლის ყველაზე მაღალი რანგის საქმიანი შეხვედრა იყო, რომელმაც ჩინეთის გაღიზიანება გამოიწვია.
სანქციების დაწესების გარდა, ჩინეთი აქტიურად ატარებს სამხედრო წვრთნებს ტავიანის საზღვრებთან ახლოს; 100-მდე ტაივანურ ბრენდს დაუწესდა ემბარგო; საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი პროტესტის ოფიციალურად დასაფიქსირებლად აშშ-ის ელჩიც დაიბარა.
მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ოფიციალურმა პეკინმა ტივანისა და აშშ-ის მიმართ დამატებითი საპასუხო ზომებიც მიიღოს.
რა მნიშვნელობა აქვს ტაივანში პელოსის ვიზიტს და როგორ აისახა ის გლობალურ ბირჟებზე?