მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თალაკვაძე: ქალთა ეკონომიკურ აქტივობაზე პანდემიის გავლენას გენდერული საბჭო გამოიკვლევს

5e948b5918e09
BM.GE
13.04.20 20:30
790
მნიშვნელოვანი იქნება ქალთა ეკონომიკურ აქტივობაზე პანდემიის გავლენის კვლევა, რომელსაც ნინო წილოსანი ინიციატივით გენდერული საბჭო მოამზადებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მან ისაუბრა კოვიდ19-ის პანდემიის დროს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება პანდემიის შემდგომი პერიოდი და განსაკუთრებით მსოფლიოსა და მათ შორის საქართველოში ეკონომიკური კუთხით არსებული ვითარება.

თალაკვაძის თქმით, ანალიზის შედეგები ასახული იქნება მთავრობის ეკონომიკური დახმარების პაკეტებში.

შეგახსენებთ, პარლამენტის გენდერული საბჭო არასამთავრობო სექტორთან და ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოსთან ერთად, მოამზადებს ანალიზს: Covid-19-ის გენდერული გავლენა ეკონომიკაზე.

ანალიზის მომზადების მიზანია, მთავრობის მიერ შემუშავებულ პროგრამებსა თუ სამოქმედო გეგმებში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ქალების საჭიროებები, რადგან გლობალურად, ქალები ყოველთვის უფრო მეტად მოწყვლადები არიან ეკონომიკური რყევების დროს და მათ შორის, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს.

გაერო-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, მიუხედავად იმისა, რომ Covid-19-ის პანდემია გლობალური საფრთხეა, მას განსხვავებული გავლენა აქვს ქალებსა და მამაკაცებზე, რაშიც იგულისხმება არამხოლოდ ჯანმრთელობაზე, არამედ სოციალ-ეკონომიკურ მხარეზე. შესაბამისად, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევამციროთ პანდემიის გავლენა გოგონებსა და ქალებზე.

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო იწყებს მუშაობას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადებაზე, რომელთაც გადავცემთ საქართველოს მთავრობას, რათა თავის გადაწყვეტილებებში მაქსიმალურად გაითვალისწინოს ქალების საჭიროებები.

არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია. რომ რეკომენდაციები დროულად შემუშავდეს და მიეწოდოს მთავრობას. შესაბამისად, სამუშაო პროცესი გაწერილი იქნება მოკლე ვადაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები