მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტალინში ღონისძიება - "ქართული სამზარეულო: ტრადიცია და ინოვაცია" გაიმართა

5e464473764be
BM.GE
14.02.20 10:55
2710
ესტონეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, ქართული სამზარეულოს გაცნობისა და პოპულარიზაციის, ასევე საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ესტონეთში კულინარიისა და ტურიზმის მიმართულებით მოღვაწე ჟურნალისტებისათვის ქართული სამზარეულოს მასტერკლასები გაიმართა.

ღონისძიება სახელწოდებით „ქართული სამზარეულო: ტრადიცია და ინოვაცია“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების მხარდაჭერით, ტალინში გაიმართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს 5 რეგიონისთვის, აჭარის, რაჭის, გურიის, სამეგრელოს და კახეთისთვის დამახასიათებელი სამზარეულო. მასტერკლასის დასასრულს სტუმრებმა მათი მონაწილეობით მომზადებული კერძები დააგემოვნეს.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს მიესალმა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, არჩილ ყარაულაშვილი და ესაუბრა საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები