მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ რაჭული ღვინო ევროპის ბაზარზე პატივსაცემი პროდუქტი გახდება“ – „ნაბერაული ვაინსი“

6159b766df2c9
მარიამ იზორია
03.10.21 20:00
1000
რაჭაში მდებარე ღვინის ბიზნესის „ნაბერაული ვაინსის“ პიარმენეჯერი გადაცემა "ქალების ნარატივში" საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის პოტენციალზე საუბრობს. ნანიკო რატიანიძის თქმით, ქართულ ღვინოს თავის დამკვიდრების პოტენციალი ნებისმიერ გეოგრაფიულ არეალში აქვს. რაც შეეხება უშუალოდ რაჭა-ლეჩხუმის ღვინოს, მისი აზრით, მას განსაკუთრებით კარგად ევროპის ბაზარი აითვისებს.

„ნაბერაული ვაინსი“ რაჭა-ლეჩხუმის ღვინოს აწარმოებს, აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, ეს მხარე წინა პლანზე წამოვწიოთ და მსოფლიო ღვინის ბიზნესში კონკურენტუნარიანი ადგილი დავიმკვიდროთ, აღსანიშნავია, რომ რაჭულ ღვინოს, თავისი გამორჩეული მაღალი მჟავიანობითა და ჯერ კიდევ ამოუცნობი, არაჩვეულებრივი თვისებებით, ძალიან კარგად ევროპა მოირგებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ბაზარზე რაჭული ღვინო ძალიან პატივსაცემი პროდუქტი გახდება“ - განმარტავს ნანიკო რატიანიძე.

ცნობისთვის, „ნაბერაული ვაინს“ რაჭაში, სოფელ სადმელში, ხვანჭკარის მირკოზონაში მდებარეობს, ღვინის ქარხანისთვის განხორციელებულმა ინვესტიციამ 4 მილიონ ლარი შეადგინა. კომპანიამ 2020 წელს პირველი მოსავალი 25 ათასი ბოთლი ღვინო ჩამოასხა. ამ ეტაპისთვის „ნაბერაული ვაინსის“ წლიური წარმადობა 30 ათასი ბოთლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები