“თითქმის ყველა ცვლილება, რაც ეკონომიკურ სფეროს შეეხებოდა რეგულაციებისკენ იყო მიმართული,” - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა მეცხრე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასებაზე კომენტირებისას განაცხადა. როგორც ჩუგოშვილი აღნიშნავს, იყო ბევრი ცვლილება მათ შორის ისეთი, რაც საბანკო სფეროს, თუ შრომის კანონმდებლობას შეეხებოდა.
თამარ ჩუგოშვილმა მეცხრე მოწვევის პარლამენტში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ინიციატივის შესახებაც ისაუბრა.
“ინიციატივა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში ყველაზე მეტად გვახსოვს, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში გადასახადებზე შეღავათების შემოღებას გულისხმობდა, რომლის ინიციატორიც მთავრობა იყო. მმართველი გუნდის პოლიტიკური ხაზი უფრო რეგულაციებზე ორიენტირებული იყო, ვიდრე კერძო ბიზნესის გამტარებელი", - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა.