თამარ გაბუნია საველე ჰოსპიტლების გამოყენების საჭიროებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ ისაუბრა. თამარ გაბუნიას საველე ჰოსპიტლების ამოქმედების ვადებზე არ უსაუბრია.
„ჰოსპიტალური სექტორის გაფართოება შესაძლოა დაგვჭირდეს, მათ შორის გამოვიყენოთ საველე ჰოსპიტალი და ასევე კოვიდ სასტუმროები“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნია, რომ ჯერ კიდევ გუშინ თამარ გაბუნია აცხადებდა, რომ ინფიცირებულთა ნაკადების მართვა საველე ჰოსპიტლების ამოქმედების გარეშე შესაძლებელი იყო, თუმცა აღნიშნავდა, რომ რესურსი მუდმივი არ არის.