მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ გაბუნია: "თითოეული დაინფიცირებული ექიმი ჩვენთვის საგანგაშო ნიშანია"

5eb14ad984dba
ინგა მურუსიძე
05.05.20 15:22
944
თითოეული დაინფიცირებული ექიმი ჩვენთვის არის საგანგაშო ნიშანი, - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ  თამარ გაბუნიამ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმებთან შეხვედრაზე გააკეთა.

მისივე თქმით, პერსონალის დაინფიცირება ნიშნავს დაცვის ხარისხს და იმ პოტენციალს, რაც ექიმების დაცვის კუთხით უნდა გაუმჯობესდეს.

„პირველი შეტევა ყოველთვის მოდის თქვენზე. პირველ რიგში, თქვენ უნდა იყოთ დაცული იმისთვის, რომ მოახერხოთ ჩვენი დაცვა. ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევები და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ პრობლემას გვინდა დავუთმოთ. გვინდა, თქვენგან მოვისმინოთ ის შესაძლო მიზეზები, რაც შეიძლება იყოს მთავარი პრობლემა და საფუძველი ამისი. ის, რომ პირადი დაცვის საშუალებები გვაქვს, ვიცით მათი გამოყენება, ის, რომ ვიყენებთ და მაინც არის ასეთი შემთხვევები, ძალიან საყურადღებოა ჩვენთვის. თავს უნდა გაუფრთხილდეთ, რადგან თქვენზე დგას ეს სისტემა და თითოეული დაინფიცირებული ექიმი ჩვენთვის არის საგანგაშო ნიშანი, რადგან ეს ნიშნავს დაცვის ხარისხს, ასევე ჩვენს პოტენციალს ეფექტური პასუხისთვის“, - განაცხადა გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები