თბილისში, თამარაშვილის პირველ ნომერთან ხე წაიქცა და ორ მანქანას დაეცა. ერთი მოქალაქე მსუბუქად დაშავდა, თუმცა, ის კონტაქტურია და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ სჭირდება. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
თვითმხილველის თქმით, ხე მაშინ წაიქცა, როდესაც „გრინსერვისის“ პერსონალი მას ჭრიდა კაბელ-არხების მოსაწყობად. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას bm.ge თავად „გრინსერვისთან“ ცდილობს.