თამაშის ახალი წესები: როგორ მორიგდნენ APM და PACE GROUP?
BM.GE
07.10.22 19:47
• 425
ამოქმედდა თუ არა რეალურად საზღვაო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც საქართველოს ნავსადგურების ფუნქციონირებისთვის ახალი წესები განისაზღვრა და როგორ თანამშრომლობს ფოთში არსებული ორი სანავსადგურე ერთეული - კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგური“, რომელსაც APM TERMINALS POTI მართავს და და „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური”, რომლის მფლობელი „პეის ჯორჯიაა“. თემაზე ბიემჯის მთავარი რედაქტორი თელარა გელანტია მუშაობდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საზღვაო კოდექსში ცვლილებები მზადდებოდა და APM TERMINALS-ი მისი დამტკიცების შემთხვევაში, საერთაშორისო არბიტრაჟში წასვლასაც არ გამორიცხავდა. როგორ მუშაობს კანონი პრაქტიკაში?