მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის ფაქტებზე მომართვიანობა 96%-ით შემცირდა” - ლადო კახაძე

6086dd9cc0f49
ანუკა ჯოხაძე
26.04.21 20:30
757
საქართველოს პარლამენტმა 13 აპრილს დადგენილება გამოაქვეყნა, რომლის მიზანიც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულების ეფექტიანობის ჩვენება იყო.

იმ კვლევის შედეგად, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ BM.GE-ის მიაწოდა, ირკვევა რომ თამბაქოს მოწევის აკრძალვის ნაწილში აღსრულება 95,8%-ია, რეკლამის აკრძალვის მიმართულებით - 95,6%, ხოლო თამბაქოს პოპულარიზაციის აკრძალვის ნაწილში - 91,1%.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის შემთხვევებიც შემცირდა. მისი თქმით, კანონის ძალაში შესვლისას დარღვევის ნაწილში მომართვიანობა მაღალი იყო, დღეს კი  ეს ტენდენცია შეცვლილია.

“სამართალდარღვევებზე მიმართვიანობის შემთხვევები შემცირებულია. სანქცირება ხდებოდა დარღვევის შემთხვევაში როგორც თვითონ მწეველის, ისე დაწესებულების, სადაც დარღვევა ფიქსირდებოდა. ნებისმიერ ადამიანს კი, ვინც ამ ფაქტს წააწყდებოდა, შეეძლო ეცნობებინა  სამართალდამცველებისთვის.

მიმართვიანობის მაჩვენებელი 97%-ით შემცირდა. ცვლილებების ამოქმედებისას იყო ძალიან მაღალი მომართვიანობა, თუმცა პერიოდულად ამ მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიკლო", - აცხადებს ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე.

ცნობისთვის, ზუსტად სამი წლის წინ 2018 წლის 1 მაისს საქართველოს მასშტაბით საჯარო სივრცეებში მოწევა ოფიციალურად აიკრძალა, რასაც რამდენიმე თვეში 2018 წლის პირველი სექტემბრიდან თამბაქოს გარე ხილვადობაზე კონტოლის დაწესება მოჰყვა. 2021 წლის იანვრიდან ბიზნესისთვის პროცესი კიდევ უფრო გამკაცრდა და თამბაქოს გარე ხილვადობის აკრძალვასთან ერთად, თამბაქოსა და მასთან დაკავშირებული აქსესუარების გამოჩენა სავაჭრო ობიექტის შიდა სივრცეებშიც აიკრძალა.

მოსალოდნელ ცვლილებებს შორის მსუბუქ ავტომობილში არასრულწლოვანის თანდასწრებით და ტაქსებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვაც განიხილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები