მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TaxiWoman: „იმდენად მაღალია დაინტერესება, ზოგჯერ შეკვეთის მიღებასაც ვერ ვასწრებთ“

6162f9130aad5
სალომე მეცხვარიშვილი
11.10.21 00:05
5362
TaxiWoman-მა, რომელიც მხოლოდ ქალებსა და 16 წლამდე მოზარდებს ემსახურება, ოპერირება 1 ოქტომბრიდან დაიწყო. როგორც მისი დამფუძნებლები ანა გამბაროვი და ანა ჩანქსელიანი bm.ge-სთან ამბობენ, მომხმარებლის მხრიდან TaxiWoman-ის სერვისზე მოთხოვნა ძალიან მაღალია.

„პირველი ოქტომბრიდან უკვე აქტიურად ვფუნქციონირებთ, გულახდილები ვიქნებით და იმდენად მაღალია ჩვენი სერვისის მიმართ დაინტერესება და მოთხოვნა, რომ ზოგჯერ შეკვეთის მიღებასაც ვერ ვასწრებთ, სწორედ ამიტომ მძღოლის პოზიციაზე ვაკანსია სისტემატურად გვაქვს, ყოველდღიურად გვემატებიან ახალი მძღოლები, მინიმუმ სამწლიანი გამოცდილებით, გვიხარია, რომ ამ პოზიციაზე ასეთი დაინტერესებაა, რადგან ქალებისთვის დამატებით შემოსავლის წყაროს ვქმნით“ -აღნიშნავენ კომპანიის დამფუძნებლები.

ინფორმაციისთვის, კომპანიაში აპლიკაციის შექმნაზე მუშაობენ, ამ ეტაპისთვის კი სერვისით სარგებლობა სატელეფონო ზარის განხორციელებითაა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები