მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TaxiWoman: ტაქსის გამოძახების სერვისი ქალებისა და ბავშვებისთვის

614ee2bd997a4
მარიამ იზორია
25.09.21 21:00
20635
TaxiWoman-ი ტაქსის გამოძახების ახალი სერვისია, რომელიც მომსახურებას ქალებსა და 16 წლამდე მოზარდებს უწევს, ამასთან, კომპანიაში დასაქმებული მძღოლებიც მხოლოდ ქალბატონები არიან.

TaxiWoman-ი ჯერჯერობით თბილისში ოპერირებს, სამომავლოდ კი სრულიად საქართველოს მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი. ამ ეტაპისთვის კომპანიაში აპლიკაციაზე მუშაობენ, მანამდე კი მომხმარებელს სერვისით სარგებლობა სატელეფონო ზარის განხორციელებით შეუძლია.

TaxiWoman-ის დამფუძნებლები ანა გამბაროვი და ანა ჩანქსელიანი bm.ge-სთან ამბობენ, რომ კომპანიის მიზანი მომხმარებლისთვის კომფორტისა და თავისუფალი არჩევანის შექმნაა. მათივე თქმით, დაინტერესება საკმაოდ მაღალია, ამას მოწმობს ისიც, რომ გამოკითხული მომხმარებლის 95% იდეის მიმართ დადებითად არის განწყობილი.

„კომპანია ახალი შექმნილია, შესაბამისად ჯერ კიდევ კადრების შერჩევის ეტაპზე ვართ, ჩვენ უამრავ ქალს მივცემთ საშუალებას, რომ ფინანსურად დამოუკიდებლები გახდნენ, ჩვენთან ვაკანსიით ძალიან ბევრი ქალბატონი დაინტერესდა, რასაც არ ველოდით. რაც შეეხება იდეას, ის ბოლო დროის მოვლენების საფუძველზე დაიბადა, ვფიქრობ, შევძლებთ ქალებს უსაფრთხო მგზავრობის სერვისი შევთავაზოთ“ - TaxiWoman-ის დამფუძნებლები აღნიშნავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები