მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC Uzbekistan-ის ხელმძღვანელად სპარტაკ თეთრაშვილი დაინიშნა

5fe0dbc15af35
თამთა ჯიჯავაძე
21.12.20 23:12
2721
TBC Uzbekistan-ის ხელმძღვანელად სპარტაკ თეთრაშვილი ერთი წლის ვადით დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკური მედიაგამოცემა ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, თეთრაშვილის დანიშვნას დადებითი შეფასება უნდა მისცეს ცენტრალურმა ბანკმაც, მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგება ის მოვალეობის შესრულებას.

სპარტაკ თეთრაშვილი ასევე არის TBC Kredit-ის (აზერბაიჯანში მოქმედი საკრედიტო ორგანიზაცია) აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც ის 2015 წელს შეუერთდა. მანამდე ის საქართველოს ბანკში მუშაობდა აგროპროექტების მენეჯერად, ის ასევე იყო Agron Group-ის დირექტორი და Procredit Bank Georgia-ს ხელმძღვანელობის წევრი. მას საბანკო სფეროში 15-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.

ცნობისთვის, უზბეკეთის ცენტრალურმა ბანკმა ქართულ კომპანია TBC Bank Group PLC-ზე საბანკო საქმიანობის განხორციელებისთვის ლიცენზია მიმდინარე წლის აპრილში გასცა. ლიცენზიის მიღებით „თიბისი ბანკი“ უზბეკეთში მეორე უცხოური ბანკი გახდა, რომელიც ბაზარზე რეფორმების დაწყების შემდეგ შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები