მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი, იმერეთი, აჭარა - სად დაინფიცირდა ყველაზე მეტი ადამიანი?

5fae30067aa1c
ინგა მურუსიძე
13.11.20 11:03
607
ინფიცირებულთა მაჩვენებლით იმერეთმა აჭარას გადაასწრო, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს გამოვლენილი 3 473 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 493 შემთხვევა, აჭარა - 448, იმერეთი - 513, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 175, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 287, კახეთი - 98, მცხეთა-მთიანეთი - 119, სამცხე-ჯავახეთი - 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

რაც შეეხება გარდაცვალების გეოგრაფიულ სტატისტიკას, ასე გამოიყურება: თბილისში - 13, აჭარაში - 10, იმერეთში - 8, ქვემო
ქართლში - 3, შიდა ქართლში -2, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში სულ 636 მოქალაქე გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები