ბიუჯეტური მოლდოვური ავიაკომპანია FLYONE კიშინეუ - თბილისი - კიშინეუს საჰაერო ხაზზე რეგულარულ ოპერირებას იწყებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის მიხედვით, ფრენები 20 ივნისიდან ყოველდღიურად შესრულდება. სააგენტომ აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა ავიაკომპანიას 8 ივნისს მიანიჭა.