მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თბილისის განვითარება გენგემის მიხედვით ხდება”- კალაძე საკრებულოში მსხვილი პროექტების დამტკიცებას ეხმიანება

თბილისის საკრებულოში წარდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი პოლიტიკური ნარატივია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს აღნიშნული მიმართულების დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საუბარია სამ მსხვილ დეველოპერულ პროექტზე, რომელიც დედაქალაქში უნდა განხორციელდეს. პროექტების მისამართით ბოლო დღეებია კრიტიკა ისმის მათ შორის დარგის ექსპერტების მხრიდანაც. კითხვები ჰქონდათ გენგემის ავტორებსაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები