მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიამ მეტროსადგურ "გოცირიძის" კონტრაქტორი კომპანია დააჯარიმა

62d7d4435839f
მარიამ ვარადაშვილი
20.07.22 14:16
2126

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი აცხადებს, რომ გოცირიძის მეტროს რეაბილიტაციის პროცესში ჩართული კომპანია "მამისონი" დაჯარიმდა. ამასთან, ჟურნალისტის კითხვის მიუხედავად, მან არ თქვა რამდენი ლარით დაჯარიმდა კონტრაქტორი კომპანია. 

“რა თქმა უნდა, კომპანია დაჯარიმდა. ამას გარდა, უამინდობისა და სხვა ხელისშემშლელი მიზეზების გამო, კომპანიას მოთხოვნილი ჰქონდა ვადის 60 დღით გახანგრძლივება, რაც პრინციპში, ნახევარი დაუკმაყოფილდა, რადგან ამის ობიექტური მიზეზები არსებობდა და ხელშეკრულება 31 აგვისტომდე გადავადდა", - აცხადებს წილოსანი.

მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის 3.5 მლნ ლარის ღირებულების პროექტი 2021 წლის თებერვალში დაიწყო და როგორც მაშინ დედაქალაქის მერი განმარტავდა, მეტროსადგური მოქალაქეებს მხოლოდ 3 თვით ვერ მოემსახურებოდა, თუმცა პროექტის განხორციელება კონტრაქტორ კომპანიასთან შექმნილი პრობლემების გამო გაჭიანურდა და დამკვეთმა "გოცირიძის" მეტროსადგურის რეაბილიტაცია სხვა კომპანიას მიანდო.

ახალ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებამ მერიას პროექტი გაუძვირა. გაიზარდა მეტროსადგურის რეაბილიტაციის ღირებულება და ამ ეტაპზე ის 4.7 მლნ ლარია. ეს მეორე ხელშეკრულება, ითვალისწინებს პირველი ხელშეკრულების ნაწილის შესრულებას. ამასთან, დაემატა რიგი სამუშაოებისა, რომლებიც რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილ პრობლემებსაც მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები