თბილისის მერიამ პოლიეთილენის პარკების გამოყენების გამო დღეს რამდენიმე ობიექტი დააჯარიმა. როგორც bm.ge-ს თბილისის მუნიციპალური ინსპექციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, სხვადასხვა ობიექტებიდან 486 ცალი პოლიეთილენის პარკი იქნა ამიღებული. Bm.ge-ს ინფორმაციით, დაჯარიმებულ ობიექტებს შორის მოხვდნენ "აგროჰაბი" და "ორი ნაბიჯი". ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, bm.ge "აგროჰაბის" პრესსამსახურის წარმომადგენელს ესაუბრა, რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს ხვალ გააკეთებს.
bm.ge "ორი ნაბიჯთან" დაკავშირებასაც ცდილობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაზრის მინიტორინგი აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.