მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის საკრებულოში "მოსკოვის გამზირისთვის" სახელის გადარქმევის ინიციატივით გამოდიან

6214c4a15be42
ინგა მურუსიძე
22.02.22 15:42
3059
თბილისის საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქში "მოსკოვის გამზირისთვის" სახელის გადარქმევის ინიციატივით გამოდის.

ოპოზიციური ფრაქციის მიმართვაში ნათქვამია, რომ მათ სურთ, მოსკოვის გამზირს უკრაინის დედაქალაქის, კიევის სახელი მიენიჭოს.

ინიციატივას დღესვე უპასუხა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ზურაბ აბაშიძემ, რომელიც ამბობს, რომ კიევის ქუჩა თბილისში უკვე არსებობს.

„ნებისმიერ პროცედურას, რომელიც დაკავშირებულია ქუჩების სახელების ცვლილებასთან, განიხილავს საკრებულოს შესაბამისი კომისია, რომელიც ასეთ საკითხებზე მუშაობს. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს სპონტანურად და ემოციებით. ქუჩის სახელის ცვლილება მხოლოდ პოლიტიკური თემა არ არის, ასეთ საკითხებს სჭირდება მთელი რიგი პროცედურების დაცვა, მოსახლეობასთან კომუნიკაციით და მათთან შეჯერებით. ჩვენ მზად ვართ მსჯელობისთვის და ამ საკითხის განხილვისთვის, მაგრამ არა პოპულიზმით და არა ემოციების ფონზე", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები