მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს ACI-ის „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერტიფიკატი მიენიჭათ

61e137d65ffae
BM.GE
14.01.22 12:31
542
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უკვე მეორედ, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს პირველად ACI-ის „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერტიფიკატი მიენიჭათ.

აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის სერტიფიკატი, აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) მიერ, აეროპორტში დანერგილი ჯანმრთელობის ზომებისა და პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად გაიცემა.

"აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI), აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის პროგრამა ადასტურებს, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ACI-სა და ICAO-ს რეკომენდაციებით, უზრუნველყოფენ მგზავრებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას", - ნათქვამია TAV GEORGIA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები