თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში პირველადი სასწრაფო დახმარების პუნქტი გაიხსნა. “ტავ ჯორჯიას” ინფორმაციით, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის პირველადი სასწრაფო დახმარების პუნქტი უკვე ფუნქციონირებს და აეროპორტის სტუმრებს, მგზავრებსა და თანამშრომლებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება.
სამედიცინო მომსახურება ითვალისწინებს: პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა მგზავრებისთვის, როგორც თვითმფრინავში, ასევე აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე; მგზავრთა კონსულტირება თვითმფრინავზე დაშვების სამედიცინო უკუჩვენებებზე; ექიმის კონსულტაცია; ელექტროკარდიოგრაფია - ეკგ და გლიკემის განსაზღვრა.
სამედიცინო მანიპულაციების სრული სპექტრი: ინტრამუსკულარული და ინტრავენური ინექცია, პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია, ინტრავენური ინფუზია და სხვა.