მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ბინების და სახლების დაქირავება 101%-ით გაძვირდა - TBC Capital

6447940c32d0f
მარიამ ვარადაშვილი
25.04.23 12:35
725
TBC Capital-ის ინფორმაციით, მარტში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი საშუალო ფასი წლიურად 39%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1153 დოლარი შეადგინა. გასული წლის მარტთან შედარებით, გასაქირავებელი საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო ფასი 101%-ით არის გაზრდილი და კვმ. 13.2 აშშ დოლარს შეადგენს.

ჯამში მარტში თბილისში 3300-ზე მეტი უძრავი ქონება გაიყიდა, რაც წლიურად 7%-ით შემცირებული მაჩვენებელია. კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში 663 ახალი სახლი გაიყიდა, წინა წლის მარტთან შედარებით ეს 17%-ით შემცირებული მაჩვენებელია, მარტში 4%-ით შემცირდა ადრე აშენებულ საცხოვრებლებში გაყიდვის მაჩვენებელიც. 

წლიურ ზრდასთან ერთად, 2023 წლის მარტში გასაყიდი უძრავი ქონების ფასი თებერვალთან შედარებითაც გაზრდილია 1.5%-ით. TBC Capital-ის შეფასებით, იმ ფონზე, როცა პირველ კვარტალში ქვეყანაში სამშენებლო ნებართვები წლიურად 71%-ით გაიზარდა, ამან შესაძლოა მომავალში ბაზარზე ჭარბი მიწოდება გამოიწვიოს. 

TBC Capital-ის ინფორმაციით, 2023 წლის მარტშიც საცხოვრებელი უძრავი ქონება ყველაზე ძვირი მთაწმინდისა და ვაკის რაიონებში იყო. საანგარიშო პერიოდში მთაწმინდაზე გასაყიდი უძრავი ქონების საშუალო ფასი 1800 დოლარს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები