მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ბინის ქირა ივლისში წლიურად 70%-ით გაძვირდა

62fe4267f0806
მარიამ ვარადაშვილი
18.08.22 17:55
964

TBC Capital-ის ინფორმაციით, თბილისში საშუალო ქირის ფასი წლიურად 69.8%-ით არის გაზრდილი, თუმცა წინა თვესთან შედარებით 2%-ით არის შემცირებული. მოცემულ პერიოდში კვადრატული მეტრის ფასი 8.3 დოლარს შეადგენდა. 

მიმოხილვის თანახმად, მიგრაციის ეფექტი ქირის ფასებზე სრულად ასახულია. ზოგიერთმა მიგრანტმა შესაძლოა დატოვოს ქვეყანა ან იყიდოს საცხოვრებელი სახლი, რაც გაქირავების ბიზნესზე უარყოფითად აისახება, თუმცა სტუდენტების დისტანციური სწავლის დასრულება ახალი აკადემიური წლიდან მოთხოვნას ბაზარზე ისევ გაზრდის. 

რაც შეეხება გასაყიდ ფასს, კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდმა ფასმა 921 დოლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 16%-იანი ზრდაა, თუმცა წინა თვესთან შედარებით გასაყიდი ფასი 0.6%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის ივლისში დაახლოებით 800 საცხოვრებელი სახლი გაიყიდა, რაც გასული წლის ივლისთან შედარებით 53.6%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები