სემეკის გადადაწყვეტილებით, “თბილისი ენერჯის” აბონენტებს გაზი არ გაუძვირდებათ. კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფი 2023-2027 წლებისთვის უცვლელად დატოვა. შედეგად აბონენტებს კუბ.მ ბუნებრივ გაზში 53.972 თეთრის გადახდა მოუწევთ.
მომდევნო 5 წლის განმავლობაში სამომხმარებლო ტარიფები ასევე უცვლელი იქნება სხვა მცირე გაზგამანაწილებელი კომპანიების - შპს „ვარკეთილაირის“, შპს „ინტერ გაზის“, შპს „გასკო +“-ის, შპს „ეს ჯი გაზ კომპანის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვისაც.
„დავასრულეთ ბუნებრივი გაზის კომპანიებისთვის ტარიფების დადგენა. სემეკის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ტარიფები უცვლელი დარჩა. სამწლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა 5 წლიან პერიოდზე. ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე, ასევე აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
რეგიონებში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა