მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში Lisi Event Hall-ი გაიხსნა - ინვესტიცია $1.5 მილიონია

636a3553ac3cc
ვიქტორია მღებრიშვილი
08.11.22 15:06
9121
თბილისში, 1.5 მლნ დოლარის ინვესტიციით რამდენიმე დღეა „ლისი ივენთ ჰოლი“ გაიხსნა. პროექტი კომპანია „ლისი ივენთსმა“ „ტერაბანკის“ მხარდაჭერით განახორციელა.

1000 კაცზე გათვლილი სარესტორნო სივრცე დაინტერესებულ პირებს ქორწილების, დაბადების დღეების, კორპორატიული და ინდივიდუალური წვეულებების აღნიშვნას სთავაზობს. როგორც ივენთ ჰოლის მენეჯერი დავით კვირტია BM.GE-სთან აღნიშნავს, ინდივიდუალური შეკვეთები მომღერლებისა თუ ხელოვნების სხვა წარმომადგენლების დაკვეთებს გულისხმობს.



„თბილისში დიდი სივრცეები გვაქვს, თუმცა ვფიქრობთ, საჭირო იყო ამ მასშტაბის ერთიანი გარემო, საიდანაც დედაქალაქზე ულამაზესი ხედი იშლება. „ლისი ივენთ ჰოლს“ ძალიან კარგ ლოკაციაზეა და ჩვენს სტუმრებს 300 მანქანაზე გათვლილ პარკინგს ვთავაზობთ. ქორწილების შემთხვევაში კი ახლადდაქორწინებულებს ჩვენივე სასტუმრო „ლისი ივენთ ვილაში“ ვჩუქნით ღამეს“, - უთხრა BM.GE-ს დავით კვირტიამ.




მისივე თქმით, ახალი სადღესასწაულო სივრცის მიმართ ინტერესი დიდია და შემოსული შეკვეთების ნახევარი ქორწილებზე, მეორე ნახევარი კი, კორპორაციულ წვეულებებზე მოდის.

აღსანიშნია, რომ „ლისი ივენთ ჰოლის“ მიმდებარედ წელს, ზაფხულის სეზონისთვის კომპანიამ 0.5 მლნ დოლარის ინვესტიციით, მცირე ზომის სასტუმრო „ლისი ივენთ ვილა“ აამოქმედა, რომელიც სტუმრებს ფართო ლაუნჯ-სივრცესა და აუზს სთავაზობს. დავით კვირტიას ინფორმაციით, სასტუმროს მიმართ ინტერესი ზაფხულიდან მაღალია. სასტუმროში ერთი ღამის ღირებულება, საუზმით, ორ კაცზე 190 ლარია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები