მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, მშობიარობის შემდეგ 19 წლის კოვიდ-ინფიცირებული გარდაიცვალა

612889f87c4e5
თამთა ჯიჯავაძე
27.08.21 10:46
1359
თბილისში, ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში 19 წლის ქალი მშობიარობის შემდეგ, დაახლოებით, ერთ თვეში გარდაიცვალა.

„კოვიდ-ინფიცირებული ჩვენთან კლინიკაში 30 ივლისს შემოიყვანეს; 1 აგვისტოს საკეისრო გაუკეთდა, 2 აგვისტოს კი რეანიმაციაში გადაიყვანეს“, - განუცხადეს bm.ge-ს ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში.

ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი აცრილი არ იყო.

ცნობისთვის: ბოლო ერთ თვეში საქართველოში რამდენიმე ორსული კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ჯანდაცვის

სამინისტრო კოვიდ-ინფიცირებული ორსულებისთვის ცალკე ონლაინკლინიკის შექმნაზე მუშაობს, რომელიც მეან-გინეკოლოგებით დაკომპლექტდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები