მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ნარგავების დაზიანებისა და თვითნებური გაჩეხვისთვის სანქციები მკაცრდება - რამდენი იქნება ჯარიმა?

62b49826d1fa3
BM.GE
23.06.22 20:49
912
პარლამენტმა დედაქალაქში მწვანე ნარგავების დაზიანებისა თუ თვითნებური გაჩეხვისთვის დაწესებული სანქციების გაზრდას მხარი დაუჭირა.

პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილეს და ერთხმად მიიღეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი, დედაქალაქში ხე-ნარგაობების მერქნული და ბუჩქოვანი მცენარეების უკანონო მოჭრისა და მათ დაზიანებისთვის სანქციების გამკაცრებაა. ასევე, საკანონმდებლო პაკეტით შემოდის სანქცია იმ პირთათვის, ვინც უკანონო ფიტოსანიტარულ დასკვნას გასცემს ხე-მცენარეებთან დაკავშირებით, რაც ავტომატურად ხდება ხე-ნარგავების გარემოდან ამოღების წინაპირობა.

მომხსენებლის განმარტებით, კიდევ ერთი სიახლე, რაც საკანონმდებლო პაკეტით შემოდის არის მცენარეების მოვლა-პატრონობის წესების დარღვევა, რაც ასევე დასჯადი ხდება.

მწვანე ნარგავების თვითნებური გაჩეხვისთვის ამჟამად მოქმედებს 500-ლარიანი და იგივე ქმედების განმეორებით ჩადენისთვის 1000-ლარიანი ჯარიმები. საკანონმდებლო ცვლილებებით 500-ლარიანი ჯარიმა იცვლება - 5 000 ლარით, ხოლო 1000-ლარიანი კი 10 000 ლარით.

მაია ბითაძის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტით შემოდის ახალი მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს სანქციის დაწესებას იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ დგინდება მწვანე ნარგავის სახეობა. მისივე თქმით, უცვლელი რჩება ზიანის და კომპენსაციის ნაწილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები