მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში პარკირების წესის დარღვევიდან 9 თვეში ბიუჯეტში 1,9 მლნ ლარი შევიდა

5f8aa75619f62
ელენე გოგბერაშვილი
17.10.20 12:22
1207
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების 9 თვის მონაცემებით, სანქციების ნაწილში, ჯარიმებისა და საურავების სახით სახელმწიფომ ჯამში 103,2 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.

მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო როგორც სახელმწიფო, ისე ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 83,7 მლნ ლარი.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში -1,5 მლნ ლარი; 

გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სფეროში -1,6 მლნ ლარი; 

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო - 66,7 მლნ ლარი; 

დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო -1,9 მლნ ლარი; 

უბილეთო მგზავრობის გამო სახელმწიფომ ჯარიმა - საურავებიდან 229 ათას 773 ლარი მიიღო.
 
შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისათვის 9 თვეში სანქციებიდან კი ბიუჯეტში 435 ათას 900 ლარია მობილიზებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები