მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში პირველ 6 თვეში ბინების გაყიდვები შემცირდა, ფასი კი გაიზარდა - რომელ სეგმენტზეა მოთხოვნა?

64b51f9be1ad6
ვიქტორია მღებრიშვილი
17.07.23 23:55
2713
2023 წლის პირველ ნახევარში თბილისში 20,026 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით, 2%-ითაა შემცირებული.

Recov.ge-ზე გამოქვეყნებული Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, თბილისში საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 5%-ით, 1.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

დედაქალაქში მოთხოვნის ზრდა ყველაზე მაღალი პრემიუმ სეგმენტის ბინებზე იყო, რაც 44%-ით გაიზარდა. მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 28%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 15%-ით 7,890 ერთეულამდე შემცირდა. თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 0.4%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის პირველ ნახევართან შედარებით მაჩვენებელი 6%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ღირებულებას, წლის პირველ ნახევარში, თბილისში ძველი ბინების შემთხვევაში, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა, გარეუბნებში და ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრში კი 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ახალაშენებული ბინების შემთხვევაში საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 9%-ით გარეუბნებში და ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ივნისში დედაქალაქში ბინების გაყიდვების მხოლოდ 1%-ით გაიზარდა და 3,846 ერთეული შეადგინა. ბაზრის ზომა კი 1%-ით, 210 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი.

2023 წლის ივნისში ახალ პროექტებში გაყიდვების 9%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის ივნისთან შედარებით მაჩვენებელი 13%-ით შემცირდა.

Colliers Georgia-ს განახლებული მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 58%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ბინების გაყიდვები მხოლოდ 2%-ით 1,626 ერთეულამდე გაიზარდა.

ივნისში, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბნებში 6%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრში - 1%-ით, ქალაქის ცენტრში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ამავე მიმოხილვით ირკვევა, რომ ივნისში თბილისის გარეუბნებში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 4%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები