მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში "ქუქი ბეიქერის" ახალი ფილიალი გაიხსნა - ინვესტიცია 150 000 ლარია

626bcff33cf59
მარიამ იზორია
29.04.22 22:40
1672
40-ზე მეტი სახეობის ორცხობილისა და პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელმა საკონდიტრო „ქუქი ბეიქერმა“, ვაკეში, ირაკლი აბაშიძის N62-ში ახალი ობიექტი გახსნა.

კომპანიის თანადამფუძნებელმა ილია გეფერიძემ bm.ge-სთან აღნიშნა, რომ გაფართოებაში 150 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია ჩაიდო და ობიექტმა 6 ახალი თანამშრომელი დაიმატა. მისივე თქმით, წლის ბოლომდე კიდევ ერთი ფილიალის გახსნა იგეგმება.

„ახალი „ექსპრესს“ ფილიალი ვაკეში გაიხსნა. ობიექტისთვის 150 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, ეს კი „ქუქი ბეიქერის“ მაღალი ხარისხით არის განპირობებული. ხარისხის შენარჩუნებაში მთელი გუნდი ვართ ჩართული, ეს მომხმარებლის გამოხმაურებაზეც აისახება. სწორედ ამიტომ წლის ბოლომე „ქუქი ბეიქერს“ კიდევ ერთი ახალი ობიექტი დაემატება“ - ამბობს საკონდიტროს დამფუძნებელი.

ცნობისთვის: „ქუქი ბეიქერი“ ბაზარზე 7 თვის წინ გამოჩდნა. კომპანია, რომელიც 25 ადამიანს ასაქმებს, მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ბუნებრივ საფუარზე დამზადებულ პურ-ფუნთუშეულსა და კარაქზე დამზადებულ „ქუქისებს“ - ორცხობილებს სთავაზობს. „ქუქი ბეიქერის“ პირველი ფილიალი ვაჟა-ფშაველას N7-ში მდებარეობს, სადაც გაყიდვის ობიექტის გარდა წარმოების პროცესი მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები