მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, რუსთავსა და ბათუმში კოვიდ ტესტირების უკანონო დაწესებულებები გამოავლინეს

6196315163aa4
ვიქტორია მღებრიშვილი
18.11.21 15:00
1160
სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ კოვიდ ტესტირების უკანონო დაწესებულებები გამოავლინა - ინფორმაციას ამის შესახებ მარეგულირებელი სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გატარებული კონტროლის ღონისძიების შედეგად გამოიკვეთა, რომ კოვიდ ტესტირების პუნქტი, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში იყო განთავსებული. დაწესებულება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე ფუნქციონირებდა. რეგულირების სააგენტოს მიერ, დაწესებულების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სასამართლოს. მსგავსი შემთხვევები გამოიკვეთა ქალაქ რუსთავსა და ბათუმშიც.

„ძირითადად, აღნიშნული ტიპის დაწესებულებები იღებენ ნაცხს და აგზავნიან ლაბორატორიებში, თუმცა აუცილებელია, რომ მათ სააგენტოში გადმოაგზავნონ შესაბამისი შეტყობინება და აკმაყოფილებდნენ მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტს“, - აღნიშნავს რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე. 
 
სააგენტოში განმარტავენ, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, კოვიდ ტესტირების სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების გადამოწმებას პერიოდულად მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად ახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები