მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, „მაკდონალდსის“ ახალი, ეკომეგობრული რესტორანი გაიხსნა

BM.GE
22.07.22 11:06
441
თბილისში „მაკდონალდსის“ ახალი, ეკომეგობრული რესტორანი გაიხსნა. ახალი რესტორანი, რომელიც თიბისი ბანკის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით გაიხსნა, მომხმარებლებს კახეთის გზატკეცილზე დღეიდან მასპინძლობს. 

ქვეყნის მასშტაბით ეს „მაკდონალდსის“ რიგით მე-19 რესტორანია. ახალ საინვესტიციო პროექტში კომპანიამ 11 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა და 60-მდე ადამიანი დაასაქმა. 

 კახეთის გზატკეცილზე მდებარე რესტორანი გამორჩეულია იმით, რომ ეკომეგობრული კონცეფციისაა. რესტორნის სახურავი მზის მიკროელექტროსადგურის პანელებით არის აღჭურვილი, ხოლო პარკინგზე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი დამტენებით ისარგებლოს. 




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები