მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილსერვის ჯგუფმა" დიდი დიღმის ტერიტორია დაასუფთავა და მეორადი საბურავები გაიტანა

6458ad2f05775
BM.GE
08.05.23 12:04
720
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დიდ დიღომში, გიორგი გეხტმანის I შესახვევის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. როგორც თბილისის მერია იტყობინება, კომპანიის 25-მა თანამშრომელმა მეორადი საბურავები გაიტანეს და დანაგვიანებული ადგილები სამშენებლო ნარჩენისგან გაწმინდეს. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცტექნიკა.

„თბილსერვის ჯგუფი“ მოქალაქეებს და კერძო კომპანიებს მოუწოდებს, სამშენებლო ნარჩენი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე განათავსონ, რომლის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50.

რაც შეეხება მეორად საბურავებს, საჭიროა, დაინტერესებულმა პირებმა მიმართონ იმ კომპანიებს, რომლებიც საბურავების გადამუშავების სპეციალურ ნებართვას ფლობენ. მსგავსი კომპანიების შესახებ ინფორმაციის მოძიებას მოქალაქეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც შეძლებენ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები