საქსტატმა 2019 წლის თებერვლის ეკონომიკური ზრდის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო რეალური ზრდა 3.7 პროცენტით განისაზღვრა.
2020 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკური აქტივობის კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში.
ზრდა კი შემდეგ დარგებში აღინიშნებოდა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები.
საქსტატის ინფორმაციით, თებერვლის განმავლობაში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 6.254 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10.5%-ით მეტია, თუმცა, დღგ-ის ბრუნვის მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალი იყო იანვარში და ის წლიურად 14%-ით იყო გაზრდილი.