Technovation Girls 2023-ში მონაწილეობა შეუძლიათ 13-დან 18 წლამდე გოგოებსა (ორი ასაკობრივი კატეგორია 13-15 წელი და 16-18 წელი. ჯგუფში/გუნდში 1-იდან 5-მდე გოგო) და მოხალისე მენტორებს, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან. ამისათვის კი აუცილებელია, რომ დაინტერესებულმა პირებმა, მარტივი სარეგისტრაციო ფორმა 15 იანვრამდე შეავსოთ.
გოგოების სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/f3KDJZPAzWguFmsVA
მენტორების სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/W4jmZCYzaAcF5HeB7
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ Total Courage-ის გუნდმა წელს ალტე უნივერსიტეტს მიანდო საქართველოში ამ პროგრამის მასპინძლობა. პარტნიორ ორგანიზაციებთან და მენტორებთან ერთად აქტიურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი მოზარდი გოგო ჩაერთოს ამ პროექტში, დაინტერესდეს ტექნოლოგიებით, იმუშავოს ახალ იდეებზე და მომავალში აირჩიოს ტექნოლოგიებთან და ინჟინერიასთან დაკავშირებული კარიერა.“ - აღნიშნავს ნანა დიხამინჯია, ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი.

გაიგეთ მეტი ინფორმაცია პროექტისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ
იმისთვის, რომ დასვა შენთვის სასურველი კითხვა და მიიღო ამომწურავი პასუხი პროექტის შესახებ, დაინტერესებულ პირებს, გიწვევთ Technovation Girls 2023-ის პირველ საინფორმაციო შეხვედრაზე, 21 დეკემბერს, 20:00 სთ-ზე, რომელზეც გექნებათ შესაძლებლობა, პირადად გაესაუბროთ პროექტის ხელმძღვანელს, ნანა დიხამინჯიასა და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს. იმისთვის, რომ დაესწრო შეხვედრას, დარეგისტრირდი აქ: https://forms.office.com/e/4pA02NkVtk
მომავალმა მენტორებმა გაითვალისწინეთ, რომ შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ თქვენთვის სასურველ მიმართულებებზე:
- გუნდის მენტორი
- გუნდის კონსულტანტი მენტორი
Technovation Girls - საქართველოს 2023 წლის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. ასევე, ყველა გუნდს ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს გლობალურ შეჯიბრში, რომლის ფინალიც კალიფორნიაში გაიმართება.
დამატებითი კითხვებისთვის, მოგვწერე: info@alte.edu.ge
პროექტის მიმდინარეობისა და მის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ესტუმრე გვერდს: https://www.facebook.com/Digitaltransformationcenter
#ალტეუნივერსიტეტი #ციფრულიტრანსფორმაციისცენტრი #technovationgirls
R