მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თეგეტა აკადემიაში“ ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების სასწავლო პროგრამა დაიწყო

BM.GE
08.11.22 10:16
143
„თეგეტა აკადემიაში“ სწავლის პროცესი განახლდა. ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად აპლიკანტებმა ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპი გაიარეს. 116 მსურველიდან შერჩევის პროცესი წარმატებით 15-მა მათგანმა დაასრულა. კურსის დაწყებამდე „თეგეტა აკადემიამ“ ახალი ნაკადის სტუდენტებს გაცნობითი ხასიათის ღონისძიებაზე უმასპინძლა. ისინი აკადემიას, მენტორებს და სასწავლო გარემოს გაეცნენ. აღსანიშნავია რომ პროგრამის სტუდენტები 2 წლის განმავლობაში თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან. პრაქტიკული ნაწილი „თეგეტა მოტორსის“ მხარდაჭერით ხორციელდება და მის ფარგლებში სტუდენტები ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან. სწავლების პროცესში სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნა შუალედური გამოცდის საშუალებით შემოწმდება, ხოლო კურსის დასრულებისას ისინი სავალდებულო საკვალიფიკაციო გამოცდას ჩააბარებენ. პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, საქმიანობა მსუბუქი ავტოტრანსპორტის ელექტრო და ელექტრონული სისტემების სერვისის მიმართულებით დაიწყონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები