მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TelaValley Residence - თელავში ₾2 მლნ-ის პირველადი ინვესტიციით საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

63b7e7eb3b43d
თინათინ ნატმელაძე
08.01.23 22:20
2884
TelaValley Residence - ასე ეწოდება კახეთში, კერძოდ კი თელავში ახალ საცხოვრებელ კომპლექსს, რომლის მშენებლობაც 20 000 კვ.მ მიწის ფართობზე დაწყებულია. კომპანიის დამფუძნებელის ზურაბ იაკობიშვილის ინფორმაციით, კომპლექსის მოსაწყობად განხორციელებული პირველადი ინვესტიცია 2 მილიონ ლარს შეადგენს.

TelaValley Residence-ის დამფუძნებელი BM.GE-სთან ამბობს, რომ კომპლექსის გაფართოებასთან ერთად ინვსტიციის მოცულობაც გაიზრდება.

„საცხოვრებელი კომპლექსის პროექტს თელავის გასასვლელში ვახორციელებთ, სადაც ვენახებია გაშენებული. ამჟამად პირველი კორპუსის, საცურაო აუზის, ჩოგბურთის მოედნის, მცირე მარნის და ველობილიკის მოწყობა-მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. ეს პროცესი ერთ წელიწადში დასრულდება, თუმცა შემდგომში ტერიტორიის სრულად ათვისებას ვგეგმავთ, რაც ახალი კორპუსების და კერძო საცხოვრებელი ვილების დამატებას მოიცავს.

პირველ კორპუსში 30 ბინაა განთავსებული, რომელთა ფართობი 38 და 68 კვ.მ-ია“, - ამბობს ზურაბ იაკობიშვილი.

TelaValley Residence-ს გაყიდვები ჯერ არ დაუწყია, თუმცა კომპანიის დამფუნებელი ამბობს, რომ პროექტის მიმართ ინტერესი დიდია და დასვენების დღეების დასრულების შემდეგ ფართების გაყივდები დაიწყება. 

"პროექტის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია. უფრო მეტად ქართველები მოგვმართავენ, თუმცა გამოხმაურება უცხოელებისგანაც მოდიოდა, გვიკავშირდებოდნენ შუამავალი კომპანიები, რომლებიც მათთან თანამშრომლობენ, ძირითადად ლიტვა, ლატვია, ესტონეთის მოქალაქეებზე მაქვს საუბარი“, - აღნიშნავს TelaValley Residence-ის დამფუძნებელი.



TelaValley Residence-ის ბინების ღირებულება 33 000-დან 70 000 დოლარამდეა. აღსანიშნია, რომ საცხოვრებელი კომპლექსი ამოქმედების შემდეგ 10 სამუშაო ადგილს შექმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები