წყალმომარაგების კომპანიამ თელავის წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპი დაიწყო. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
სამუშაოებს კახეთის სახელწმიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი წყალმომარაგების კომპანიისა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ.
თელავის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულია ქალაქის 79 კმ ქსელის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, ასევე რეაბილიტირდება 5 არსებული და აშენდება 3 ახალი ჭაბურღილი, მოეწყობა რეზერვუარები და სისტემების მართვის თანამედროვე სისტემა.
სამუშაოები დაახლოებით 15 თვე გაგრძელდება.
პროექტს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით დაახლოებით 24 მილიონი ლარი მოხმარდება.