მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტელე-სამაუწყებლო კომპანიებმა Wall Street-ის ანალიტიკოსებთან I კვარტლის შედეგები შეაჯამეს

5ebbd7f072299
ნათია თაქთაქიშვილი
13.05.20 20:40
912
ტელე-სამაუწყებლო კომპანიებმა Wall Street-ის ანალიტიკოსებთან პირველი კვარტლის შედეგები შეაჯამეს. კომპანიები ერთხმად აცხადებენ, რომ მარტის შუა რიცხვებამდე ყველაფერი მშვენივრად იყო, მაგრამ COVID-19-ის გავრცელების ფონზე რეკლამაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად დაეცა, თუმცა, მას შემდეგ რაც მრავალ შტატში ეკონომიკის გახსნა დაანონსდა, კომპანიებიც მომავალს ოპტიმიზმით უყურებენ.

როგორც ტელე-სამაუწყებლო კომპანია Tegna-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მაყურებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან ხალხი იძულებულია დროის დიდი ნაწილი სახლში გაატაროს, ბიზნესის მხრიდან რეკლამაზე მოთხოვნა შემცირებულია.

ტელე-სამაუწყებლო კომპანია Tegna-ს ვარაუდით, რეკლამიდან შემოსავლები კომპანიას მეორე კვარტალში 32-40%-ით შეუმცირდება, ხოლო FOX-ი აცხადებს, რომ მათი შემოსავლები თითქმის 50%-ით შემცირდება.

რეკლამებზე დროებით უარი თქვეს სარესტორნე, საცალო, საავტომობილო და მოგზაურობასთან დაკავშირებულმა ბიზნესებმა. ტელე-სამაუწყებლო კომპანიების განცხადებით, ეს გასაკვირიც არ არის, რადგან აღნიშნული ბიზნესების უმეტესობა დახურულია ან შეზღუდული მასშტაბებით ოპერირებს სახელმწიფოს მიერ დაწესებული აკრძალვების ფონზე. მაგრამ მათი განცხადებით, იყო ბიზნესის გარკვეული კატეგორიები, როგორიცაა ფარმაცევტული და იურიდიული კომპანიები, საიდანაც რეკლამების მოზიდვა მოხერხდა საგანგებო მდგომარეობის პერიოდშიც კი.

კომპანია Nexstar Media Group-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორის პერი სუქის განცხადებით, მაუწყებლები ელოდებიან, რომ ავტომობილების კატეგორიაში იქნება ძლიერი დაბრუნება, რადგან უმეტესობა ოპერირებას ანახლებს და მათი მხრიდან რეკლამაზე მოთხოვნა გაჩნდება.

ტელე-სამაუწყებლო კომპანიები ასევე ფენანსურ შემოსავლებს ელოდებიან პოლიტიკური რეკლამებიდან. აღსანიშნავია, რომ მაიკლ ბლუმბერგის კამპანიის ჩათვლით, პირველი კვარტლის პოლიტიკური ხარჯვა რეკორდულ დონეზე იყო. აღსანიშნავია, რომ ყველა მაუწყებელი ელოდება უპრეცედენტო ხარჯებს მეოთხე კვარტალში ნოემბრის არჩევნების წინ.

რეკლამის შემცირებაზე ასევე აცხადებენ Google-ი და Facebook-ი, კომპანიები აღნიშნავენ რომ რეკლამიდან შემოსავლები მარტის ბოლოდან შეუმცირდათ, მაგრამ უჭირთ პროგნოზირება როგორი იქნება მეორე კვარტალში მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესების ნაწილი იხსნება.

კომპანია Amazon-ი აცხადებს, რომ რეკლამიდან შემოსავლები არ შემცირებიათ, თუმცა მათი ბიზნესის შედარებით მცირე ნაწილი უჭირავს. Amazon-ის CFO ბრაიან ოლსავსკიმ ანალიტიკოსებს განუცხადა, რომ რეკლამების ზრდის პირველი კვარტალი შესაბამისობაშია 2019 წლის მეოთხე კვარტალთან და აღნიშნა, რომ ის 40%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები