ასაკობრივ ჭრილში ყურებადობის დონე RTG კოეფიციენტით იანგარიშება, რაც მთლიანი პოპულაციიდან მაყურებელთა პროცენტულ მაჩვენებელს წარმოადგენს. 65+ ასაკობრივ ჯგუფში ტელევიზიის ყურებადობის დონე 30.6%-ია, 55-64 წლამდე ჯგუფში ყურებადობის დონე 26.9%-ია, ხოლო 16-24 წლის ჯგუფში 9.9%.

აღსანიშნავია, რომ წლის პირველ კვარტალში ქართული არხების სარეკლამო შემოსავალი 17.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 1.7 მილიონით მეტია. არხებს შორის სარეკლამო შემოსავლით #1 ადგილზე ტელეიმედია, რომელმაც 5.4 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო. მთავარი არხის შემოსავალი 2.5 მილიონი ლარი, რუსთავი 2-ის 1.9 მილიონი ლარი, ტვ პირველის კი 1.6 მილიონი ლარი იყო.
რეკლამების კატეგორიების მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში #1 ადგილს იკავებდა სპორტის და გართობის (აზარტული თამაშები) კატეგორია შემოსავლების 26%-ის ოდენობით. მეორე პოზიციაზე მედიცინა 13.5%-ით; ინდუსტრია და სერვისები - 12.8%-ით; სასმელები - 11%; საკვები - 7.6%-ით; ჯანმრთელობა (გასაჯნსაღება) და სილამაზე (კოსმეტიკა) - 7.1%; საოჯახო ქიმია - 5.9%; ფინანსები - 3.9%; ტელეკომუნიკაციები - 3%; ელექტროტექნიკა - 2.3%; სხვა - 3.3%.
2022 წლის მარტიდან საქართველოში აზარტული თამაშების რეკლამები აიკრძალა, რაც წელს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ზომაზე სავარაუდოდ ნეგატიურად აისახება.