თემქის ხევის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა - პროექტის სავარაუდო ღირებულება 44 636 970 ლარია.
შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ წინადადებების მიღება 16 სექტემბერს დაიწყება და 21 სექტემბერს დასრულდება.
ამასთან, პროექტის მიხედვით, შემსყიდველს ვალდებულება ექნება მისი ჩაბარება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში მოახდინოს.
რაც შეეხება თავად პარკს, ადგილზე უნდა მოეწყოს - ტყე-პარკი, ბავშვების გასართობი მოედანი, ამფითეატრი, ბილიკები, პანდუსები, გვირაბი და ხიდი, კალათბურთის მოედანი, ვიდეო სათვალთვალო ქსელის პროექტი, საბოსტნე ნაკვეთები, სკამები, ველო-პარკინგი, სავარჯიშო მოედანი, საფეხმავლო ხიდები, სკეიტ-პარკი, სტადიონი და ა.შ.