კორონავირუსის გავრცელების პრევენიციის მიზნით და შემცირებული მომხმარებლების გამო, ბიზნესმენი თემურ ჭყონია, ქობულეთში, სასტუმრო “ჯორჯია პალასის” დროებით დახურვას გეგმავს.
“შეკვეთები ახლა არ არის, ძირითადი სპეციალისტები, ვინც სასტუმროში გვყავს, მათ შენარჩუნებაზე ვადგენთ ახლა გეგმას, რომ უხელფასოდ არ გავუშვათ სახლში. შესაძლოა, მხოლოდ მარკეტინგის სამსახურმა იმუშაოს სახლებიდან და ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
ყოველ შემთხვევაში, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ის ხალხი შევინარჩუნოთ, ვინც “ჯორჯია პალასის” სახელი შექმნეს. ისე, სასტუმროში კრიტიკული მდგომარეობა გვაქვს, დროებით აუცილებლად შევაჩერებთ, უახლოეს დღეებში გადავწყვეტთ ამ ამბავს და სანამ ქვეყანაში სიტუაცია არ დალაგდება არ შეიძლება ამის წინააღმდეგ წავიდეთ” განაცხადა BMG-სთან ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ.