მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია: ლარის გამყარებას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები

645913bd64bb6
ანუკა ჯოხაძე
09.05.23 11:23
2762
ბიზნესმენი თემურ ჭყონია ამბობს, რომ ლარის კურსის გამყარებას როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ეფექტი აქვს, შესაბამისად, მისი თქმით, მთავარი გამოწვევა ამ მიმართულებით ბალანსის შენარჩუნება იქნება.

“ლარის გამყარებას, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები აქვს. შეიძლება იმპორტი გაიზარდოს, მაგრამ ექსპორტი შემცირდეს. ამიტომ ეს ბალანსი დასაცავია და არ უნდა დაირღვეს. ეროვნულმა ბანკმა ალბათ ეს უნდა გაითვალისწინოს.

რეფინანსირების განაკვეთის შემცირება შესაძლებელია. იმ შემოსავლებით, რაც აქვს ქვეყანას ახლა. ამან შეიძლება ეკონომიკურ წინსვლას შეიწყოს ხელი და სესხები ცოტათი გაიაფდეს”, - ამბობს თემურ ჭყონია.

ცნობისთვის, 10 მაისს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პროგნოზის გაკეთება არ შეუძლია, თუმცა დასძენს, რომ სხდომაზე განაკვეთის შემცირებაზე იმსჯელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები